პოლიტიკა
Freedom House უკიდურესად არაობიექტურია და კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხის არაობიექტურ შეფასებებს გაავრცელებს! - პრემიერი კვირიკაშვილი

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. "2012 წლის შემდეგ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდა და მას შემდეგ შეიცვალა რამდენიმე პრემიერი, მაგრამ მთავარი ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა, დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხში აყვანაა. ეს არის მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე, ასევე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, ეს არის ადამიანის უფლებების დარგში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია. მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში იყო 350-დან 400-მდე საჩივარი წელიწადში. წელს ეს რიცხვი არის 70- ქვემოთ, რაც, ჩემი აზრით, უდიდესი პროგრესია, თუმცა არა თვითკმაყოფილების საბაბი და ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ მართლაც ევროპული დემოკრატია შევქმნათ.
შესაბამისად, Freedom House-ის შეფასება უკიდურესად არაობიექტური და აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციაზეა დაყრდნობილი. მე ვფიქრობ, Freedom House- კარგად უნდა დაფიქრდეს, როცა ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით. ვუერთდებ ირაკლი კობახიძის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.