საზოგადოება
ქართველი ბავშვები ტიროდნენ, იმიტომ რომ ნიგერიელმა სტუდენტებმა ისინი ფეხბურთის მოედნის კუთხეში შეყარეს და თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ! - საქინფორმი „ქართული მარშის“ შესახებ შეგახსენებთ

     საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. 2018 წლის 9 აპრილს ქალაქ თბილისის დიღმის რაიონის ბელიაშვილის ქუჩაზე ნიგერიელი სტუდენტები ხუთი საათის განმავლობაში თამაშობდნენ ფეხბურთს მოედანზე, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორის საგანგებოდ მოზარდებისთვის არის მოწყობილი. ნიგერიელმა სტუდენტებმა მცირეწლოვნები მოედნიდან გაყარეს - კუთხეში შერეკეს, ერთს კი თავში ჩაარტყეს, რომ ხელი არ შეეშალათ, რის გამოც ბავშვებმა ტირილი დაიწყეს.
საქმეში უფროსები ჩაერივნენ - ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაჯის საათზე მიუთითა და ნიგერიელებს ჰკითხა, როდის დაამთავრებდნენ თამაშს და მოედანს ბავშვებს დაუთმობდნენ. ნიგერიელმა სტუდენტებმა უპასუხეს, რომ არსად წავლენ, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რაც გარშემო მდებარე კორპუსების მაცხოვრებლებსა და ნიგერიელებს შორის მასობრივ ფიზიკურ შეჯახებაში გადაიზარდა (ვიდეო იხ. აქ).
პოლიციამ მომხდარ ინციდენტზე საქმე აღძრა, მაგრამ დაკითხვებზე ნიგერიელი სტუდენტები და მათი ადვოკატი საქმეს ისე წარმოადგენენ, როგორც რასობრივ მტრობას - აქაოდა, ქართველების თვალებში „ზიზღი“ დავინახეთ, იმიტომ რომ ჩვენი მუქი კანი არ მოეწონათ და ქვეყნის დატოვება გვიბრძანესო!
საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ ეს ეპიზოდი არც პირველია და არც, სამწუხაროდ, უკანასკნელი საქართველოს ხელისუფლების, პირდაპირ ვიტყვით, დანაშაულებრივი მიგრაციული პოლიტიკის წყალობით!
საქართველო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებიდან ოფიციალური და არაოფიციალური მიგრანტების უზარმაზარმა რაოდენობამ აავსო, ისინი უძრავ ქონებას და საუკეთესო მიწებს ყიდულობენ, თბილისის, ბათუმის და სხვა ქალაქების ცენტრებში მაღაზიებს და კაზინოებს, რესტორნებსა და სასტუმროებს ხსნიან, რომლებიც ხშირად სინამდვილეში ბორდელები და ნარკობუნაგებია! იქ ადგილობრივ მცირეწლოვნებს იტყუებენ, ძალადობენ და პროსტიტუციას აიძულებენ, იქ ბავშვებზე ნარკოტიკებს ყიდიან, ნათელი მაგალითია თბილისის ცენტრალური, დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირი, რომელსაც დღეს „თურქულ სლობოდას“ ეძახიან.
ხოლო როდესაც თბილისელები ბუნებრივ პროტესტს გამოთქვამენ, მათ რასისტებად, ნაციონალისტებად და ექსტრემისტებად ნათლავენ! ასე მოხდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ შემთხვევაში, რომელსაც „ულტრანაციონალისტური“, „ულტრამემარჯვენე“, „ექსტრემისტული“ უწოდეს - მხოლოდ იმიტომ, რომ ის საქართველოში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული! იმიტომ, რომ „ქართული მარშის“ ზეწოლით საქართველოს პარლამენტმა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა და საქართველოში ერთნაირსქესიანი ქორწინების რეგისტრაცია აკრძალა!
და ხელისუფლებას
2017 წლის მაისში „ქართული მარშის“ პროტესტი ყურად რომ ეღო და წარმოებისას შრომის პირობების უსაფრთხოების დამცველი კანონი მიეღო, შეიძლებოდა, თავიდან აგვეცილებინა ტრაგედია ტყიბულის შახტში, რომლის 6 მსხვერპლი გუშინ დაკრძალეს!
დაწვრილებით ამ და სხვა აღმაშფოთებელი პრეცედენტების შესახებ წაიკითხეთ ორშაბათს, 16 აპრილს, საქინფორმის მთავარი რედაქტორის პუბლიკაციაში.