საზოგადოება
საქართველოში ადგილობრივ საწარმოებში დასაქმებულია 17,5 ათასი უცხოელი, მათგან თითქმის ნახევარი წამყვან პოზიციებზე მუშაობს

     საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. უცხოეთის მოქალაქეები საქართველოში, ძირითადად, ეკონომიკურ სექტორში მუშაობენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ გამოცემა Forbes-ის ქართული ვერსიის კვლევაზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის მონაცემებით, კვლევა ჩატარდა 96,5 ათას საწარმოში, საიდანაც 9,2 ათასში უცხოელები მუშაობენ. გამოკითხვის თანახმად, ქვეყანაში 17,5 ათასი უცხოელი მოქალაქე მუშაობს.
ყველაზე მეტი უცხოელი — 13,8 ათასი ადამიანი დასაქმებულია სატრანსპორტო სფეროში. დასაქმების სფეროში მუშაობს 5,5 ათასი უცხოელი, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში — 4,7 ათასი.
ადმინისტრაციული საქმიანობით დაკავებულია 1,2 ათასი უცხოელი, ხოლო ტურიზმით — ასევე 1,2 ათასი.
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მომუშავე უცხოელების თითქმის ნახევარი (8,3 ათასი) წამყვან პოზიციებზე მუშაობს.
ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის 1 სექტემბრისთვის საქართველოში დასაქმებული იყო 17,3 ათასი უცხოელი, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,3%-ით მეტია. უცხოელები საქართველოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 2,2%-ს შეადგენენ.