პოლიტიკა
მოვუწოდებ ევროკავშირს, არ მოახვიოს თავს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს ცრუ არჩევანი „ან ევროპა, ან რუსეთი“ - ლავროვი

     საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. სომხეთი თავისი მაგალითით აჩვენებს, რომ ურთიერთობების ყველა მიმართულებით განვითარება აზრს მოკლებული არ არის. პირიქით, ეს მომგებიანი კონკრეტული სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იმისთვის რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მონაწილე ქვეყნების უფლებები დაცული იყოს, ევროკავშირმა უარი უნდა თქვას მიდგომაზე, როდესაც ამ სახელმწიფოებს რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთება უხდებათ.
ასეთი მიდგომა იგივეა, ომ კონკრეტულ ხალხს წაართვა არჩევანი, სრულყოფილი ურთიერთობები ჰქონდეს მეზობლებთან. ამ პრაქტიკამ უკვე გამოიღო შედეგი უკრაინაში 2014 წელს”, – აღნიშნა ლავროვმა.