საზოგადოება
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კირილმა ტირასპოლის ეპარქიაში დააბრუნა ღვთისმსახური, რომელიც მოსკოვის ტაძრის სატრაპეზოში „მურკას“ მღეროდა (ვიდეო)

     საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო (უყურეთ და მოისმინეთ აქ), რომელზეც მამაკაცი საეკლესიო შესამოსელში კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას ასრულებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე ეხება არქიმანდრიტ ვენედიქტს. ვიდეოჩანაწერი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის (სამხელიანი) ტაძარში გაკეთდა ორეხოვო-ბორისოვოს რაიონში, სადაც ის ღვთისმსახურებას ეწევა. ამასთან, სატრაპეზოში მყოფები აქტიურად ჰყვებიან სიმღერაში სასულიერო პირს.
როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოში განაცხადეს, არქიმანდრიტს ტირასპოლის ეპარქიაში დაბრუნება დაუწესდა (არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის ტერიტორიაზე), სადაც ადრე კლირიკად მსახურობდა - მმართველი მღვდელმთავრის მეთვალყურეობის ქვეშ. პატრიარქის პრესმდივანმა ალექსანდრე ვოლკოვმა მღვდლის საქციელს დაუშვებელი უწოდა. „ვიდეორგოლი, სადაც სასულიერო პირი მღვდლის კაბაში, ჯვრით, როგორც ჩანს - ღვთის სახლში, ოდესელ ქურდებზე „ბლატნოი“ სიმღერას მღერის - შესაძლებლისა და დასაშვების ზღვარს სცილდება!“, - დაწერა მან თავის ფეისბუქგვერდზე.