პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლებას მივმართავ წინადადებით, შეწყვიტოს სიცრუე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების სასარგებლოდ! - დაურ კოვე

     საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლების ინიციატიავას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის" "სიცრუესა და რეალური ზრახვების ოსტატურად შენიღბვას" უწოდებს. საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ეხმაურება.
"საქართველოს ხელისუფლებას მივმართავ წინადადებით, შეწყვიტოს სიცრუე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების სასარგებლოდ,"- ნათქვამია განცხადებაში. დაურ კოვე წერს, რომ "ერთადერთი ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაა".