აქტუალური
რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოდან რუსი დიპლომატის გაწვევასთან დაკავშირებით მოსკოვის რეაქციას ელოდება

     საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. „ვნახოთ, შევხედოთ, როგორ იქნება. დრო დასჭირდება იმას, რათა დავინახოთ, რუსეთის მხარის რეაქცია როგორი იქნება. ექსპერტებს სჯობს ჰკითხოთ, მათ მეტი იციან“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
ამასთან, აბაშიძეს არ დაუზუსტებია, თუ როგორ აისახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაწვევის შესახებ მის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის რეგულარულ შეხვედრებზე პრაღაში. „ჯერჯერობით არ გვაქვს დაგეგმილი ჩვენი შეხვედრები. ისინი სხვა თემებს ეხება, როგორც იცით, უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ", - აღნიშნა აბაშიძემ.
საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციიდან რუსი დიპლომატი გააძევა. 20-ზე მეტმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო მიიღო.