საზოგადოება
სუს-ი - საქართველოში ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა

     საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. 2017 წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს – ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.
სუს-ში აცხადებენ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
საანგარიშო პერიოდში სამსახური აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო ტერორიზმის მუდმივად ცვალებადი საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირების გზების გაუმჯობესებაზე. 2017 წლის განმავლობაში ჩვენს რეგიონში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ტერორისტული საფრთხეები არ შემცირებულა. ამავე პერიოდში დაფიქსირდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქტივობები საქართველოშიც.
2017
წელს ტერორისტულმა ორგანიზაციაისლამურმა სახელმწიფომშეცვალა მოქმედების სტრატეგია, რამაც თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. დღეისათვისისლამური სახელმწიფოცივილიზებულ სამყაროს რამდენიმე მიმართულებით უქმნის საფრთხეს. სირია-ერაყში მყოფიისლამური სახელმწიფოსმებრძოლები, შესაძლოა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებში დაბრუნდნენ და ადგილზე ტერორისტული ქსელი ჩამოაყალიბონ.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების იდეოლოგიური მსგავსებისა და მათი გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლებმა, შესაძლოა, სხვა კონფლიქტურ რეგიონებში გადაჯგუფება შეძლონ“, – აცხადებენ სუს-ში.
მათივე ცნობით, ისლამური სახელმწიფო, სავარაუდოდ, გააძლიერებს იდეოლოგიურ მუშაობას და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, სოციალური მედიის გამოყენებით მეტი ადამიანის რადიკალიზაციასა და გადაბირებას შეეცდება.
გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც ტერორისტული ორგანიზაცია ძირითადად ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განხორციელებით იყო დაკავებული, 2017 წლის ტენდენციამ გვიჩვენა, რომ ტერორისტული აქტების განხორციელებაისლამური სახელმწიფოსმოქმედების მთავარ იარაღად იქცა.
ისლამური სახელმწიფოსგანგანსხვავებით, საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვანი დანაკარგები არ განუცდიაალ-აიდასდათალიბანს“. გასული წლის განმავლობაში სირიის ტერიტორიაზე მოქმედიალ-აიდასდაჯგუფება დასუსტებულიისლამური სახელმწიფოსმებრძოლების გადაბირების ხარჯზე ცდილობდა გაძლიერებას. ავღანეთსა და პაკისტანში ერთმანეთს აქტიურად დაუპირისპირდნენისლამური სახელმწიფოსადგილობრივი დაჯგუფებები დათალიბანი“. ეს უკანასკნელი ტერორისტული აქტივობებით გამოირჩეოდა და რამდენიმე თავდასხმა განახორციელა საერთაშორისო სამხედრო მისიებზე.
2017
წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ახალგაზრდები უარს აცხადებენ აღნიშნული ორგანიზაციის იდეების მხარდამჭერ გაერთიანებებში გაწევრიანებაზე, ხოლო ორგანიზაციის მხარდამჭერი ავტორიტეტული ლიდერები მათ რიგებს ტოვებენ. იდეოლოგიური კრიზისის გარდა, „ისლამურ სახელმწიფოსსირთულეებს უქმნის ფინანსური პრობლემებიც, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისთვის გადაადგილების თავისუფლებასა და თანხების მოზიდვაზე დაწესებული მნიშვნელოვანი შეზღუდვებით არის განპირობებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომისლამურ სახელმწიფოს“, სხვა ქვეყნების მსგავსად, შესაძლოა,საქართველოში ჰყავდეს ცალკეული მხარდამჭერები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებენ ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან მიღებული დავალების შესაბამისად“, – აცხადებენ -სუს-ში.
ამავე ანგარიშში ლაპარაკია თბილისში 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებაც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო ტერორისტის აჰმედ ჩატაევისა და მისი კარგად ორგანიზებული ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტერორისტული თავდასხმების მოწყობა.სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა ჯგუფის აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. აჰმედ ჩატაევისა და მისი .. დაცვის წევრებთან გამართული შეტაკებისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, დაიჭრა 4 სამართალდამცველი. თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.
მოგვიანებით გამოვლენილ იქნენ ჩატაევის ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირებიც. 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონში, აღნიშნული პირების დაკავების მიზნით, ჩატარდა სპეცოპერაცია. დაკავებულ იქნა 5 პირი. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ტერორისტებისა და მათი ადგილობრივი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმების მოსამზადებელ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ძირითად შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები არ აქვთ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულ საქმიანობაში მათ ჩართვას უადვილებს“, – აცხადებენ სუს-ში.