სამართალი
2017 წელს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის მიმართულებით - 126, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 52 ადამიანი უკანონოდ დააკავეს

     საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, რაც თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებებსა და მათი გათავისუფლებისთვის დაკისრებული გაზრდილი ე.წ. ჯარიმების გადახდის იძულებაში გამოიხატება, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.
სუს-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზების გასწვრივ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის წარმოება კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება.
საანგარიშო პერიოდმა მკაფიოდ აჩვენა, რომ აღნიშნული პროცესი საოკუპაციო ძალების მიერ დე ფაქტო უწყებებთან კარგად არის კოორდინირებული და მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების .. საზღვრებისდელიმიტაციისდადემარკაციისპროცესშიჩათრევას“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ .. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით - 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული.
2017
წელს კიდევ ორი დამატებითი . . საკონტროლო-გამშვები პუნქტის („ხურჩა-ნაბაკევიდაორსანტია-ოტობაია“) დახურვა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოკუპირებული გალის რაიონიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ინტერაქციის შეზღუდვას.
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევასა და დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვისბინადრობის უფლებისმინიჭების საკითხზე დაწესებული შეზღუდვები, ოკუპირებული გალის რაიონისა და ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების ნაწილობრივ აკრძალვა და 2017 წელს ცხინვალის რეგიონში (სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი და ფრისი) დევნილი ქართველების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული ნგრევა.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება და ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არარსებობა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.