საზოგადოება
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილს უნდა წარმოაჩინოს, თითქოს ვიღაც პიჯაკებისთვის ედავება, მაგრამ სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული

     საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს იქამდე, ვიდრე სამართლებრივი საკითხები არ გაირკვევა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან სადავო ძალიან ბევრია.
არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს იქამდე, ვიდრე სამართლებრივი საკითხები არ გაირკვევა. მიხეილ სააკაშვილს უნდა, წარმოაჩინოს, თითქოს ვიღაც პიჯაკებისთვის ედავება, მაგრამ მას სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული და ამაზეა უპირველეს ყოვლისა პასუხი გასაცემი. რაც შეეხება მის განცხადებებს, ვფიქრობ, რომ იგი საწყის წერტილს უბრუნდება და გარკვეულ ტაქტიკად სწორედ ის აირჩია, რაც 2003-2004 წლების პერიოდში ჰქონდა, რასაც ამბობდა და რა პირობებსაც იძლეოდა. რეალურად რა შესრულდა, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ. მისმა მმართველობამ ადამიანების კისერზე და ოჯახებზე გადაიარა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს.