საზოგადოება
ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომლები აშშ-დან გამოძევებული რუსი დიპლომატების გადაბირებას ცდილობენ! - რფ-ის ელჩი აშშ-ში

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მოვლენები საბაბია მოსკოვის წინააღმდეგ დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული პროვოკაციის განხორციელებისთვის. „ჩვენ ყურადღება მივაქციეთ, ვინ ჩადიოდა ბოლო ხანებში აშშ-ის საელჩოში მოსკოვში. ეს არის ხალხი კრიზისული ცენტრიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიტანული განყოფილებიდან. ყველა ეს პროვოკაცია სამ კვირაზე მეტ ხანს მზადდებოდა“, - განაცხადა ანატოლი ანტონოვმა ინტერვიუში პროგრამასთან „Известия. Главное“ „მეხუთე არხზე“.
მანამდე ანტონოვი იუწყებოდა, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლები აშშ-დან გამოძევებული რუსი დიპლომატების გადაბირებას ცდილობენ. „ჩვენ ვიცით ამერიკული სპეცსამსახურების მიდგომების შესახებ, რომლებიც, თუ დიპლომატიურად ვიტყვით, ცდილობენ, ჩვენს დიპლომატებთან არაფორმალური ურთიერთობა დაამყარონ, ხოლო არსებითად - მათ საკუთარი ქვეყნის ღალატი აიძულონ“, - აღნიშნა მან.