საზოგადოება
„სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს - კახი კალაძე

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. გენერალური გეგმა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავამთავრებინოთ „სითი ინსტიტუტს“ ვალდებულებების შესრულება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა გენერალური გეგმის ჯგუფთან და მერიას აქვს მოლოდინი, რომ წარმოდგენილი იქნება გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა.
მოგეხსენებათ, ჩვენ დედაქალაქს დავპირდით გენერალური გეგმის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ინტენსიურად ვმუშაობთ გენერალური გეგმის ჯგუფთან, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. შეფასების და ანალიზის პროცესში ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. შედეგად წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა მოხდა საჯაროდ. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. “სითი ინსტიტუტისმიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ 5 ეტაპში - მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებულიჩვენთვის მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი იყოს რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული, რაც უნდა ყოფილიყო მე-6 ეტაპში წარმოდგენილი”, – განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსია, პოლემიკა და განხილვა დასრულებულია.
შეიშვნები, მათზე პასუხები და სამუშაოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები დამუშავებულია და შეჯერებული. იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთსითი ინსტიტუტსთავისი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომსითი ინსტიტუტმაწარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, „სითი ინსტიტუტს“ ვადა პირველ ივნისამდე აქვს.