პოლიტიკა
1938 წლის 14 მაისს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელზეც ინგლისელები პუბლიკას ფაშისტური მისალმებით აძლევდნენ სალუტს, ანუ რა უნდა იცოდეს პრემიერმა კვირიკაშვილმა (ვიდეო)

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. უყურეთ ამ ისტორიულ ვიდეოკადრებს: 1938 წლის 14 მაისს ნაცისტური გერმანიის ნაკრები ბერლინის Olympic Stadium-ზე ინგლისის ნაკრებს მასპინძლობს. ფეხბურთელები და ინგლისის დელეგაციის სხვა წევრები პუბლიკას ფაშისტური მისალმებით აძლევენ სალუტს ამხანაგური მატჩის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ - მელოდიების „Deutschland über Alles“ и „Horst Wessel“ შესრულებისას. სტადიონის ტრიბუნებზე დაახლოებით 120 ათასი კაცია, მიმღები მხარის საპატიო სტუმრების ლოჟაში - ჰერმან გერინგი, რუდოლფ ჰესი და იოზეფ გებელსი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე წელიწადზე ოდნავ მეტი რჩება...
მატჩის შემდეგ The Times დაწერს, რომ ეს იყო „გადაწყვეტილება, რომელმაც ხაზი გაუსვა მეტოქისადმი პატივისცემას“, ხოლო გერმანული Bachter ხელაწეული ინგლისელების ფოტოებს პირველ გვერდზე მოათავსებს (იხ. ფოტო ქვემოთ).
ხოლო 1935 წლის 4 დეკემბერს ინგლისში ამხანაგურ მატჩზე გერმანიის ნაკრები ჩამოდის. თამაშის ჩატარების ადგილად „ტოტენჰემის“ სტადიონი „უაიტ ჰარტ ლეინი“ შეარჩიეს.
აი, რა უნდა ახსოვდეთ დიდ ბრიტანეთში, როდესაც 1936 წლის აგვისტოს XI ოლიმპიურ თამაშებს ნაცისტურ გერმანიაში (რომელზეც ფართოდ იყო წარმოდგენილი დიდი ბრიტანეთი, მაგრამ რომელში მონაწილეობაზეც სსრკ-მ უარი თქვა) ადარებენ 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს რუსეთში, რომლისთვისაც ინგლისელები ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ!
აი, იმ ქვეყნის ისტორიის ფურცელი, რომელიც დღეს საქართველოს მოკავშირე და პარტნიორია! აი, ჭეშმარიტი სახე დიდი ბრიტანეთის ისტებლიშმენტისა, რომლის მიმართ სოლიდარობის ნიშნად საქართველომ გასულ კვირას რუსი დიპლომატი გააძევა!
აი, რა უნდა იცოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც გასულ შაბათს, 2018 წლის 31 მარტს განაცხადა: „ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული, ზამთრის ოლიმპიადა 2030 წელს საქართველოში ჩატარდეს“.


საქინფორმი