აქტუალური
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ახალი მინისტრის და ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ახალ გუნდს საშუალება მისცემოდა, თავისი ხედვები უფრო თავისუფლად გაეტარებინა. შეთანხმება დღეს მოხდა. მე ამ თანამდებობას ვტოვებ“, – განაცხადა სეთურიძემ.
პირველი არხი დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდება სეთურიძის თანამდებობიდან წასვლა მისი მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს.
ამას არანაირი საფუძველი არა აქვს. ამას კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი აგორებდა და მათ კონკრეტული მიზნები ჰქონდათ. მათ შეიძლება დაიბრალონ კიდეც საკადრო ცვლილებები, თუმცა ამ აბსურდულ განცხადებებზე ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ“, – დასძინა სეთურიძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი სეთურიძეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად კი გასული კვირის ბოლოს მაია ცქიტიშვილი დაინიშნა. აღნიშნული უწყების ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კორუფციულ საქმიანობაში „ევროპულმა საქართველომ“ დაადანაშაულა.