უცხოეთი
„ბიოლოგიური დივერსია“ - „როსსელხოზნადზორი“ ვარაუდობს, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიურ ფაროსანა თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაშია გამოყვანილი

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იულია მელანომ არ გამორიცხა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აზიური ფაროსანის გავრცელება „ბიოლოგიური დივერსიის“ შედეგია. მისი თქმით, შესაძლოა, ფაროსანა ხელოვნურად იყოს გამოყვანილი საქართველოში.
„არ გამოვრიცხავთ, რომ დღეს საუბარია გარკვეული ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე“, - აღნიშნა მელანომ. მისი ვარაუდით, ქართული მხარის უკან დგანან ამერიკული ბიოლაბორატორიები, რომელთა საქმიანობა უცნობია.
ცნობისთვის, აზიური ფაროსანის გამო 2 აპრილიდან აფხაზეთიდან აიკრძალება ყველა სახის მცენარეული საქონლის შემოტანა რუსეთში. მათ შორისაა თხილი, რომელსაც მავნებელი ანადგურებს.
ფაროსანა ოკუპირებულ აფხაზეთში 24-25 მარტს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა.
სადამდე გასტანს აკრძალვა. ჯერჯერობით უცნობია.

medianews.ge