პოლიტიკა
1936 წელს ბრიტანული ისტებლიშმენტის წარმომადგენლები საკუთარი სურვილით ჩავიდნენ გერმანიაში, ჰიტლერთან, სსრკ-მა კი იმ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვა! - ზახაროვას ბრიფინგი, რომელიც რეკომენდებულია საქართველოს ევროატლანტიკური ხელისუფლებისთვის

     საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. გასულ ხუთშაბათს, 29 მარტს, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლონდონთან სოლიდარობის ნიშნად თბილისიდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგი გამართა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოფიციალური ლონდონის ინსინუაციების მხილებას მიუძღვნა ე.წ. სკრიპალის მოწამვლის საქმეზე, რომელიც საგანგებოდ გაბერეს უპრეცედენტო ანტირუსულ კამპანიად (ვითომდა რუსეთმა ნერვულ-პარალიზური აირი „ნოვიჩოკით“ მოწამლა ინგლისური დაზვერვის МИ-6-ის მიერ გადაბირებული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი).
ზახაროვამ, კერძოდ, გაიხსენა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის პროვოკაცია, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში 1936 წელს მესამე რაიხში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს ჰგავს. ზახაროვამ ჯონსონის მიერ ნათქვამის ორი ასპექტი მოიყვანა: „თუ ჯონსონი სპორტზე ლაპარაკობს, დიახ - ოლიმპიადა მაშინ კარგად იყო ორგანიზებული. ხოლო თუ პოლიტიკაზე... მაშინ ხომ ლონდონს გერმანიისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლისგან განსხვავებით, რომელიც იმ ოლიმპიადას მოვალეობიდან გამომდინარე ესწრებოდა, ბრიტანული ისტებლიშმენტის წევრები, არისტოკრატები, ლორდთა პალატის წევრები გერმანიაში საკუთარი სურვილით ჩავიდნენ. ბერლინში. ჰიტლერთან. 1936 წელს. გერმანია მაშინ უკვე ნაციზმის იდეოლოგიით იყო მოწამლული. უკვე შექმნილი იყო საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა რეჟიმის მოწინააღმდეგეთათვის“, - შეახსენა ზახაროვამ ჯონსონს და ჟურნალისტებს იმ ოლიმპიადის საპატიო სტუმრების შესახებ ბროშურა აჩვენა ანგლოსაქსური ელიტის ფოტოებით.
„საბჭოთა კავშირმა ის ოლიმპიური თამაშები უგულებელყო...“, - დასძინა ზახაროვამ.


საქინფორმი