უცხოეთი
"ჩვენგან არანაირი პასუხის არ იქნება" - რუსეთის ინტერესთა სექციაში არ ასახელებენ, რომელ რუს დიპლომატს აძევებს საქართველო

     საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველოში მყოფ რომელ რუს დიპლომატს აძევებს საქართველოს საგარეო საქმეთა უწყება ამ დრომდე უცნობია.
შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციაში, სადაც ათი რუსი დიპლომატი მუშაობს კომენტარი არ კეთდება.
მისიის წარმომადგენლები საელჩოში მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო უერთდება ამერიკისა და ევროპის ოცდაათამდე ქვეყნის სანქციებს, რომელიც სკრიპალის მოწამვლის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მიიღეს.
რუსული სექციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ოფიციალური კომენტარით მოგვიანებით უპასუხებენ.
"სამწუხაროდ, ამ თემაზე კომენტარი არ იქნება. ჩვენგან არანაირი პასუხის არ იქნება. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადებენ, არ არის ცნობილი ვინაა. ჩვენ არ შეგვიძლია თქვენ რაიმე კომენტარი მოგცეთ. უფლებამოსილება არ გაგვაჩნია“- აცხადებენ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის წარმომადგენლები.
დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სკრიპალების მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. რუსი დიპლომატები ქვეყნიდან აშშ-მ და ვეროპის 27 ქვეყანამ გააძევა. სკრიპალების საქმიდან დღემდე ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა ჯამში 150-მდე დიპლომატი გააძევეს.

rustavi2.ge