სამართალი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმ ჯიპში იმყოფებოდა, რომელიც 12 წლის მოსწავლეს დაეჯახა

     საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ვესაუბრე მკურნალ ექიმსაც, მშობლებსაც, ბავშვსაც. ახლა ჩაუტარდა მას ყველა საჭირო გამოკვლევა, რომლითაც არ აღენიშნება რაიმე სერიოზული დაზიანება. ჩვენი სურვილიც და ექიმის რეკომენდაციაც არის, რომ ჩაუტარდეს ყველა სიღრმისეული გამოკვლევა, რომ ყველანაირი დაზიანება გამოირიცხოს”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ მისი სამსახურებრივი ავტომანქანის მძღოლს სიჩქარისთვის არ გადაუჭარბებია. გარდა ამისა, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მინისტრის ავტომობილი საჯარიმო სადგომზე იქნა გადაყვანილი. მძღოლს ჩაუტარდა ალკოტესტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ფხიზელი იყო. სიჩქარის გადაჭარბებას და მოძრაობის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საჭიროა გამოძიება. მძღოლი გამოძიებაში მონაწილეობს”, – აღნიშნა მინისტრმა.
12 წლის მოზარდს ავტომანქანა დაახლოებით 17 საათზე წყნეთის გზატკეცილზე, სკოლასთან ახლოს დაეჯახა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.