პუბლიკაციები
საქინფორმი კემეროვოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ღრმა თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, რუს ხალხს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს

     საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. კემეროვოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით რუსეთში გამოცხადებულ საყოველთაო გლოვის დღეს ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ღრმა თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, რუს ხალხს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
ამ მწუხარების დროს საქინფორმი თქვენ გვერდითაა, რადგან ტკივილი ორმაგად საშინელია - ეს ხომ მოხდა არა ომში და არა ოდესაში ნეოფაშისტური პუტჩის დროსაც კი, არამედ ბოროტმოქმედთა გამოისობით, რომლებიც სრულიად უდანაშაულო ადამიანების, ჩვენი ახლობლების, მეგობრების და შვილების სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდებიან! ასეთივე ტრაგედია ცოტა ხნის წინ საქართველოშიც მოხდა, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“.
არ არსებობს ისეთი მკაცრი სასჯელი, რომელიც დანაკლისს ოდნავ მაინც აგვინაზღაურებს, მაგრამ საქინფორმის კოლექტივს სჯერა, რომ პრეზიდენტი პუტინი თავის პირობას შეასრულებს და რუსეთში ულმობელი ომი დაიწყება კორუფციასთან - ისეთსავე საშინელ მტერთან, როგორიც ტერორიზმია! ადამიანები ერთნაირად იღუპებიან ტერაქტებშიც და არამზადების გამოც - როგორც კემეროვოში, სადაც საკუთარი ბიზნესისთვის შენობაც კი ვერ ააშენეს და სსრკ-ის დროინდელ საკონდიტრო ფაბრიკას იყენებდნენ.
გამაგრდით, ძვირფასებო...
საქინფორმის
რედაქცია