პოლიტიკა
ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ხელი არ მოაწეროს ისეთ დოკუმენტს, სადაც საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები ფიგურირებენ

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში ხელი არ მოაწეროს ისეთ დოკუმენტს, სადაც საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები ფიგურირებენ. ოპოზიციის წევრების თქმით, ეს იქნება სეპარატისტების მხარედ აღიარების გადაწყვეტილება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პრემიერმა პარლამენტის წინაშე დეტალური ახსნა განმარტებები გააკეთოს.
ნებისმიერი ტიპის დოკუმენტზე ხელის მოწერა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, სადაც ფიგურირებენ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, ტოლფასია რეალურად მა მხარედ აღიარების და, შესაბამისად, თმობს ძალიან ფუნდამენტურ პოზიციებს ჟენევის მოლაპარაკებებში და ახდენს მთლიანად ამ ფორმატის რევიზიას. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტს არ მოეწეროს ხელი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა გიორგი კანდელაკმა.
მთავარი პრიორიტეტი მთავრობის საქმიანობის და ამაში აკრიტიკებთ სწორედ ჩვენს მთავრობას, უნდა იყოს დასავლეთ-რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის და რუსეთის ჯარების საკითხის დაბრუნება, რაც, სამწუხარო, დღეს ასე არ არის, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.