პუბლიკაციები
"ფიზიკური ძალის გამოყენება მათ წინააღმდეგ, ვინც დაგმო უფალი, არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად, პირიქით ინერტულობა არის მსახურება ბოროტებისა, რაც დასჯადია ღვთაებრივი ძალების მხიდან"-არჩილ დოლიძე

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. "ფიზიკური ძალის გამოყენება მათ წინააღმდეგ, ვინც დაგმო უფალი არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად, პირიქით ინერტულობა არის მსახურება ბოროტებისა, რაც უპირობოდ დასჯადია ღვთაებრივი ძალების მხიდან,"- აცხადებს "ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი არჩილ დოლიძე და არგუმენტად წმ. მამის, იოანე ოქროპირის სიტყვებს ციტირებს.

"საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, აგრეთვე ცნობილი როგორც კონკორდატი — საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული ხელშეკრულებაა, რომელიც დადებულია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, 2002 წელს. სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას, იურიდიულ სტატუსს, ურთიერთობას სახელმწიფოსთან, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა სუბიექტებთან.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების მთავარ ღირსებად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ მასში თანაბრადაა განმტკიცებული საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და, ამავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი ხელმძღვანელობს კანონიკური სამართალის ნორმებით.იმ სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც მიიღება უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების ორგანოების მიერ და ხელს უწყობს საეკლესიო ცხოვრების სწორ მართვასა და რეგულირებას. მისი მიზანია მორწმუნე საზოგადოების კეთილი მეგზურობა სულის ცხონების გზაზე და ეკლესიაში საღვთისმეტყველო და დოგმატური საკითხების ურყევი დაცვა. ამიტომაც, კანონიკური სამართლის სუბიექტად შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის მორწმუნე მრევლი - ქრისტეს სამწყსო, ხოლო ობიექტად კი თავად ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიური სხეული. მაშასადამე, კანონიკური სამართალი საკმაოდ რთული მეცნიერებაა, გზაგასაყარია ადამიანურსა და ღვთაებრივს, შექმნილსა და შეუქმნელს შორის.

- კანონიკური სამართლის სუბიექტი (ეკლესიის მორწმუნე მრევლი) ვალდებულია შეასრულოს კანონიკური სამართლით დადგენილი ნორმები.

- კანონიკური სამართლის დეფინიცია ითვალისწინებს წმინდა მამების გამონათქვამებს (ქადაგებას) ,რაც თავისთავად სავალდებულო სახელმძღვანელოა, საეკლესიო დასისა და ეკლესიის მორწმუნე მრევლისთვის.

- თუ სახელმწიფოს რომელიმე ინსტიტუცია უარყოფს კანონიკური სამართლით აღიარებულ რომელიმე ცალკეულ ნორმას , ამ შემთხვევაში ეს წინააღმდეგობაში მოდის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებასთან "კონკორდატთან".

მართმადიდებელი ეკლესია კარგად იცნობს წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებებს , რომელიც მიღებულია შემდეგი რედაქციით:

"დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საკითზე, რომელიც ღვთის ქადაგებას ეხება. ამავე დროს მინდა გთხოვოთ, რომ თითოეული თქვენგანი წინ აღუდგეს ღვთის მგმობელს. თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე და, თუ საჭირო შეიქმნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხშე პირი – კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ, სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს, რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე, და თუკი მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი… დაე, იცოდნენ იუდეველებმა და ელინებმა, რომ ქალაქის დამცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთის მონებისა, და თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით… სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა.”
წმ. იოანე ოქროპირი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , ფიზიკური ძალის გამოყენება მათ წინააღმდეგ ვინც დაგმო უფალი არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად, პირიქით ინერტულობა არის მსახურება ბოროტებისა , რაც უპირობოდ დასჯადია ღვთაებრივი ძალების მხიდან.

ქვეყანაში სადაც ერის მთავარი ღირებულებები არის ენა , მამული და სარწმუნოება, მსგავსი შემთხვევა უნდა იქნეს აღთქმული როგორც მეომრის (პატრიოტის) ბრძოლა სამშობლოს დასაცავად. არ შეიძლება სახელმწიფომ ჯარისკაცი , რომელიც იცავს თავის მიწა- წყალს და ამ ფუნქციის შესრულების მიზნით იყენებს ფიზიკურ ძალას გამოაცხადოს მოძალადედ.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც უარყოფს წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებაში მოყვანილ თეზისებს პირველ რიგში, სამართლებრივი თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების ლეგიტიმიზაციას, ასევე თავის თავს აყენებს ქრისტიანული სწავლების (აღმსარებლობის) გარეთ და ხდება ზეციური სამჯავროს უპირობო სუბიექტი. ზეციური სამჯავროს რისხვა კი მორწმუნე ადამიანისთვის წარმოადგენს უმაღლეს საფეხურს სასჯელისა!"- აცხადებს არჩილ დოლიძე.

sazogadoeba.ge