საზოგადოება
შვეიცარია გიორგი კვირიკაშვილის 2018 წლის 9 მარტის განცხადება დადებითად და „მოჯადოებული წრიდან“ გამოსვლის კონსტრუქციულ მიდგომად აფასებს

     საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა შვეიცარიის შუამავლის როლს საქართველოსა და რუსეთს შორის და აღნიშნა, რომ შვეიცარია დაინტერესებულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებით.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებათა პატივისცემას და თანამშრომლობას კონფლიქტის მხარეთა შორის. შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვისკენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ თვალსაზრისით, შვეიცარია მიესალმება
2018 წლის 9 მარტს საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას, სადაც მან გამოხატა კონსტრუქციულ პროცესებში ჩართვის მზაობა მოვლენათა ნეგატიური მოჯადოებული წრიდან გამოსვლის მიზნით“, – განაცხადა მან.
შვეიცარიამ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.