სამართალი
ჟენევაში განცხადების მიღება-არმიღება არანაირ გავლენას არ ახდენს იმაზე, რომ რუსეთმა საქართველოს საპასუხოდ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ - დონდუა

     საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ისაუბრა.
„რუსეთმა მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თავისი ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულებს იმ შეთანხმებას, რომელიც მისმა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2008 წელს მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და რომელიც არ სრულდება.
ყველაფერ ამისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რაც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეექვსე პარაგრაფით.
ამ განცხადების მიღება-არმიღება არანაირ გავლენას არ ახდენს იმაზე, რომ რუსეთმა საქართველოს საპასუხოდ უნდა აიღოს თავის მხრივ ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ“,
- განაცხადა დავით დონდუამ.