პოლიტიკა
ვიზიარებ მოსაზრებას, რომ უთანხმოებისა და სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად, რუსეთთან ურთიერთობა უნდა დამყარდეს - ალექსანდრე ლუკაშენკო

     საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.
თქვენ სწორად აღნიშნეთ საქართველოს მთავარი პრობლემატერიტორიული მთლიანობა. თქვენ იცით ამასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულებაჩვენ ყველა პრობლემისა და კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიან დარეგულირებას ვემხრობით.
თქვენ ახსენეთ რუსეთი. საქართველოს ხელისუფლებასთან ამ თემაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. ასევე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ურთიერთობები უნდა დამყარდეს ყოველგვარი უთანხმოებისა და სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად. უთანხმოებები შეიძლება იყოს, ისინი იყო და ყოველთვის იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკან ხალხი, ერები დგას, მათ სურთ მშვიდობიანად ცხოვრება და მეგობრობა.
გუშინ ჩემს კოლეგა პრეზიდენტს ვუთხარი, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი არ არის რუს და ქართველ ხალხს შორის კონფლიქტი, ეს არის ხელისუფლებების კონფლიქტი და საჭიროა ორივე მხარის ამბიციებისგან განზე გადგომა და ნორმალური ურთიერთობის დამყარება, რაც ჩვენს ერებს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.