პუბლიკაციები
საქინფორმი: აშშ-ის ელჩის ქალიშვილი მეგრულ სიმღერებს მღერის, როგორც სააკაშვილის მეუღლე, მამამისი კი „მიდის“, როგორც ალა პუგაჩოვა (ვიდეო)

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. პენსიაზე გაშვებული აშშ-ის ელჩი საქართველოში, ცნობილი რუსოფობი იან კელი პოლიტიკურ არენას ემშვიდობება, როგორც ალა პუგაჩოვა - სცენას: ემშვიდობება, მაგრამ არა და არ მიდის! უკვე ერთი თვეა, რაც ის საჯაროდ დაემშვიდობა ყველას - პრეზიდენტიდან მეეზოვემდე, მაგრამ თბილისის დატოვება არაფრით უნდა და ყოველდღე სენსაციურ „პრორუსულ“ განცხადებებს აკეთებს, როგორიცაა „საქართველო უნდა ელაპარაკოს რუსეთს“, „არ ვიცი, როდის მიიღებენ საქართველოს ნატოში“ და სხვა.
ნაღვლიანად ემშვიდობება საქართველოს მისი ქალიშვილიც: ენი კელიმ მეგრულად შეასრულა სევდიანი მეგრული სიმღერა „აშო ჩელა“, როგორც ადრე მღეროდა მეგრულ სიმღერას სააკაშვილის ცოლი - ჰოლანდიელი სანდრა რულოვსი.
ენი კელი ახალი ორლეანის ანსამბლ Blato Zlato-ს სოლისტია, რაც ბულგარულად „ოქროს ჭაობს“ ნიშნავს. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს საიტი იუწყება, ანსამბლის მუსიკოსები გასულ ზაფხულს საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც „მჭადს და ლობიანს მიირთმევდნენ, ღვინოს და ჭაჭას სვამდნენ, მთებს იპყრობდნენ და საქართველოს ულამაზესი ხედებით იხიბლებოდნენ“. ძნელი წარმოსადგენი არ არის - როგორ მიიღებდნენ საქართველოში ამერიკელი ნაცვლის ქალიშვილს და მის მეგობრებს! რა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ მუსიკოსები წერენ - „მადლობას გიხდით თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის. საქართველო, ჩვენ დაბრუნების იმედი გვაქვს!“, და რომ იან კელის არაფრის დიდებით არ უნდა აქედან გამგზავრება - პენსიის წინ საქართველოში იოლი სამსახური ამერიკელი დიპლომატისთვის ნამდვილი ოქროს ჭაობი გახლდათ!
ან იქნებ საქმე ისაა, რომ მან ჯერ ვერ მოასწრო მრავალრიცხოვანი ძვირფასი საჩუქრების და წინამორბედების მსგავსად საქართველოში გროშებად შეძენილი უნიკალური ანტიკვარიატის ჩალაგება?..