სამართალი
„ქართული მარშის“ დაკავებულ აქტივისტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან ხულიგნობის ბრალდებით 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. შსს-მ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე განხორციელებული ძალადობის გამო, ლადო სადღობელაშვილი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სადღობელაშვილი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
ლადო სადღობელაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"2018 წლის 19 მარტს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრი .. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: .. .. .. და .. ამ წუთებში პასუხობენ," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.