საზოგადოება
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მოწმობს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მაღალ ნდობას და აღებული კურსის მხარდაჭერას - ალექსანდრე ლუკაშენკო

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მოწმობს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მაღალ ნდობას და ქვეყნის მყარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, მისი საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებაზე აღებული კურსის მხარდაჭერას“, - განუცხადა ვლადიმერ პუტინს თავის მილოცვაში ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
„ჩვენი ხალხების ისტორიული მეგობრული კავშირი და ურთიერთგაგება ბელორუსია-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაფართოების საწინდარი გახდება“,
- განაცხადა ლუკაშენკომ და პუტინი ბელორუსიაში ვიზიტით მიიწვია.