აქტუალური
პუტინი რუსეთის სათავეში მხოლოდ მის მოქალაქეებს კი არ სჭირდება, არამედ მთელ მსოფლიოში სტაბილურობის გარანტად გვევლინება - იგორ დოდონი

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. „პუტინი რუსეთის სათავეში მხოლოდ მის მოქალაქეებს კი არ სჭირდება, არამედ მთელ მსოფლიოში სტაბილურობის გარანტად გვევლინება“, - ნათქვამია მოლდავეთის პრეზიდენტის იგორ დოდონის მისასალმებელ ტელეგრამაში ვლადიმერ პუტინისადმი.
„რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით იმედის სიმბოლოდ იქცა ყველა ხალხისთვის, რომლებიც მსოფლიოს ყველა რეგიონში სტაბილურობას, სუვერენულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ტრადიციულ ფასეულობებს უჭერენ მხარს“, - აღნიშნა დოდონმა და პუტინს თავისი მეგობარი უწოდა.