აქტუალური
კენჭისყრის შედეგები მოწმობს თქვენი ხელმძღვანელობით გატარებული თანმიმდევრული კურსის ფართო მხარდაჭერას რუსეთის მოქალაქეების მიერ - სერჟ სარგსიანი

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. „ჩატარებული კენჭისყრის შედეგები მოწმობს ქვეყნის ყოველმხრივ განვითარების, ეკონომიკის მოდერნიზაციის და გლობალურ პროცესებში მისი როლის შემდგომი ამაღლებისთვის თქვენი ხელმძღვანელობით გატარებული თანმიმდევრული კურსის ფართო მხარდაჭერას რუსეთის მოქალაქეების მიერ“, - ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მისალოც ტელეგრამაში ვლადიმერ პუტინისადმი.
„სომხეთს მტკიცედ აქვს განზრახული რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის განვითარება ყველა მიმართულებით... ერევანში მაღალ შეფასებას აძლევენ რუსეთის მნიშვნელოვან და თანმიმდევრულ საშუამავლო ძალისხმევას, მათ შორის - ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში, რომელიც მთიანი ყარაბაღის პრობლემის მხოლოდ მშვიდობიან მოგვარებაზეა მიმართული“, - ხაზი გაუსვა სარგსიანმა.