აქტუალური
მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს - იან კელი

     საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს და რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ „ფეისბუქში“ ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.
ამასთან, როგორც იან კელიმ აღნიშნა, ქართველ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ ჟენევის ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ის ემსახურება.
ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ჟენევის ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრები. ჩვენ ვმონაწილეობთ უმაღლეს დონეზე. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ქართვე საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ემსახურებაშეწყდეს .. ბორდერიზაცია, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ასე შემდეგ.
შედეგი არის ის, რომ პროგრესი ვერცერთი მიმართულებით ვერც ჩვენ და ვერც ქართველმა მოსახლეობამ ვერ დაინახა. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ.
ასეთი ტიპის ფორმატებში აუცილებელია, ჩართული იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, მონაწილეებს სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები.
რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, თუ სად ხედავს ჩვენ თავს“, – განაცხადა იან კელიმ.
როგორც საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა „ფეისბუქში“ ვიდეოკონფერენციისას უმცირესობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ხედავს, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, საქართველო იყოს მეტად ღია და გახსნილი უმცირესობების მიმართ.
იან კელის განცხადებით, ამ მიმართულებით აშშ-მა რამდენიმე პროექტი განახორციელა.
ეს საკითხი არის რთული ნებისმიერი დემოკრატიისთვის და ამერიკასაც ჰქონდა სიძნელეები ამ საკითხებთან მიმართებაში. ეს იყო ენის პრობლემა, სხვადასხვაა სიძნელეები. მე ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით ორი საკითხია მნიშვნელოვანიპირველი, ეს არის პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა იყოს ღია და მეორე, ეს გახლავთ რესურსი.
გავიზარდე რა აშშ-ში, 1960-იან წლებში, ვიცი, რამდენად საშიში შეიძლება იყოს უმცირესობების გარიყვა პოლიტიკური ცხოვრებიდან და სადაც კი მქონია შესაძლებლობა საქართველოს მთავრობასთან საუბრის, ყოველთვის გამიმახვილებია ამაზე ყურადღება.
მარტივად რომ გიპასუხოთ, დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება, მეტი გაკეთდეს ამ მიმართულებით, თუმცა ვხედავ, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, საქართველო იყოს მეტად ღია და გახსნილი უმცირესობების მიმართ. თუმცა, მთავარი პრობლემა არის რესურსების ნაკლებობა. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ რამდენიმე პროგრამა“, – განაცხადა აშშ-ის ექსელჩმა.