პოლიტიკა
ქართული კულტურის წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართეს და ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა კატეგორიულად მოსთხოვეს

     საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი.
"ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.
ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვნები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება", - აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს აწერენ ასმათ ტყაბლაძე, ნუნუ გაბუნია, თეიმურაზ გვალია, ზურაბ ყიფშიძე, თამარ ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, მარიკა კვალიაშვილი, ირმა სოხაძე, დავით ოქიტაშვილი, ლია მიქაძე.