აქტუალური
არ ვიცი, რამდენად თვალხილული არ უნდა იყო, რომ არ დაინახო ის, რასაც ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთი დღემდე აკეთებს! – მეუფე ანტონი

     საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ეს განცხადება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ღია წერილთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძვლად ნატოსკენ სწრაფვა სახელდება.
„როდესაც მე ვუსმენ მაგ წერილს და თქვენს საუბარს, შიგნით ვდუღვარ. არიან ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც დღემდე სჯერათ რუსეთის მიუხედავად იმისა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატიდან დავიწყოთ, შედეგი არ არის გამოტანილი. არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არ სჯერა რუსეთის...
დადგა ახალი მთავრობა და თავისუფლად შეეძლო გაეცხადებინა, რომ - ჩვენ იძულებული ვიყავით მაშინ, გაგვეკეთებინა ეს ნაბიჯი, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული და კარგი მთავრობა, ჩვენ ისევ ვუბრუნებთ ტერიტორიებს იმ პირობით, რომ საქართველო არ შეეხება, თორემ ვიტოვებთ ამა და ამ უფლებას, ისევ...
მე ერთმორწმუნე ბომბებს მირჩევია სამარიტელის გულმოწყალება, ეს ორჯერ ორი ოთხია!, - აცხადებს მეუფე და აღნიშნავს, რომ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან საიდუმლო შეხვედრაზე ის სასულიერო პირები იყვნენ, რომლებიც აშშ-ში, ევროკავშირსა და ბრიუსელში იმყოფებოდნენ.