სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

     საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე .. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ. ქრთამის სახით სისტემატურად იღებდა ფულს მოქალაქე .-სგან, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ პირს მფარველობას უწევდა სუფსაში მიმდინარე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან (ტრაქტორებიდან) საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში.
ზემოხსენებული ფაქტი ბ.პ-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს
გამოკითხვისას სრულად დაუდასტურა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.