უცხოეთი
პუტინი აშშ-ში ბრალდებულ რუსეთის 13 მოქალაქეზე - მათ შესახებ წარმოდგენაც კი არ მაქვს

     საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიების ხელმძღვანელის რობერტ მიულერის მიერ რუსეთის 13 მოქალაქისადმი წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეს ადამიანები რომელიმე ამერიკულ კომპანიებში მუშაობდნენ. ეს განცხადება პუტინმა ტელეკომპანია NBC თან გააკეთა.
„რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთის მთავრობამ, ჩემი ჩათვლით, მისცა ვინმეს მითითება ამის გასაკეთებლად. თქვენ ამბობთ, რომ ისინი რუსები არიან, მერე რა მოხდა? ისინი შესაძლოა, მართლაც არიან რუსები, რომლებიც ამერიკულ კომპანიებში მუშაობენ. მე მათ შესახებ წარმოდგენაც კი არ მაქვს და ეს არ არის ჩემი პრობლემა“, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.
16 თებერვალს რობერტ მიულერის გუნდმა რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალდება წაუყენა, მათ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა ედებათ ბრალად.

1tv.ge