უცხოეთი
დონალდ ტრამპი- ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან შეხვედრის დროსა და ადგილს უახლოეს მომავალში დავადგენთ

     საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მისი შეხვედრა მსოფლიოსთვის უდიდესი მიღწევა იქნება. მისივე თქმით, ეს შეხვედრა მსოფლიოს დიდ წარმატებას მოუტანს.
„შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასთან აუცილებლად შედგება, რაც მსოფლიოსთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. დროს და ადგილს მალე დავთქვამთ.“ – დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Tweeter-ში.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის წინ, მრჩევლებთან და მისი ადმინისტრაციის წევრებთან კონსულტაციის გავლას არ გეგმავს. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმაც დაადასტურა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეთავაზებას პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით დათანხმდა. ორი თვით ადრე ფხენიანს პირისპირ შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა შესთავაზა.

1tv.ge