სამართალი
სკანდალი! დასავლეთის ქვეყნების ელჩებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები საიდუმლო სერობაზე გამოიძახეს და ქადაგებების დროს ანტირუსული პროპაგანდის ჩატარება უბრძანეს (ვიდეო)

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. წმინდა სინოდის გავლენიანი მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი დღეს ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ.
საუბრის მთავარი თემა რუსული პროპაგანდის და რუსული საფრთხეების განეიტრალება იყო.
წმინდა სინოდის წევრები შეხვედრის დასრულების შემდეგ "რუსთავი2"-თან საუბრისას ამბობენ, რომ შეხვედრა არაფორმალური იყო. მათივე თქმით, შეაჯამეს შეხვედრები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დასავლეთში გამართეს (ვიდეო იხ. აქ).
არავისთვის არ არის უცხო, რომ პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ ბოროტება და უბედურება დასავლეთიდან მოდის და ეს მაინც მიმართულია საზოგადოების დეზორიენტაციისთვის მაშინ, როცა ქვეყანას სერიოზული ამოცანები აქვს განსახორციელებელი“, - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.