აქტუალური
შვედეთის შს მინისტრი - საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების კუთხით იდენტიფიცირებული გვყავს ოთხი ქვეყანა - რუმინეთი, ლიტვა, პოლონეთი და საქართველო

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. მინდა საქართველოსთან დიალოგის გამართვა. ვიცი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთში მომავალ კვირას აპირებს ჩამოსვლას, – ამის შესახებ შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მორგან იოჰანსონმა ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, საქართველოს შს მინისტრთან ისაუბრებს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების საკითხებზე.
ჩვენ ვაპირებთ, რომ განვიხილოთ თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი, ასევე საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების საკითხი, რომლებიც ევროპაში ქურდობისთვის ჩადიან. ამ მხრივ ჩვენ შვედეთში იდენტიფიცირებული გვყავს ოთხი ქვეყანარუმინეთი, ლიტვა, პოლონეთი და საქართველო. ჩვენ გინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასევე მიიღოს ზომები ამ დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ. შვედეთში ქურდობის უმეტეს ნაწილი არის ჩადენილი საზღვარგარეთიდან ჩასული პირების მიერ. წინა კვირას საქართველოს ელჩს შევხდი და უნდ ვთქვა, რომ ის იყო ძალიან კონსტრუქციული და ვფიქრობ, მომავალ კვირას ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება. ჩვენ დავსახავთ კონკრეტულ ზომებს საქართველოსა და შვედეთის პოლიციას შორის თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად”, – განაცხადა მორგან იოჰანსონმა.
შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, დაგეგმილია თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის დაყენება შეხვედრაზე.
მისი თქმით, შვედეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაძლიერება.