უცხოეთი
სირიაში რუსული სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჯეიშ ალ-ისლამმა“ აიღო

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. სირიაში რუსული სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჯეიშ ალ-ისლამმა“ აიღო.
რადიკალური ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ როდესაც თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო და მიწას 100 მეტრზე მიუახლოვდა, ტყვიამფრქვევებით გაუხსნეს ცეცხლი.
„ჯეიშ ალ-ისლამი“ თვითფრინავის ჩამოგდებას აღმოსავლეთ ღუტაში რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკავშირებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართავობა გახდა.
An-26 ტიპის რუსული სატვირთო თვიმფრინავი სირიაში 6 მარტს, „ხმეიმიმის“ რუსული ავიაბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა.

1tv.ge