საზოგადოება
აშშ მილიარდებს ხარჯავს თქვენთან სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, თუმცა ამას არავინ სთხოვს! - ოლეგ მოროზოვი

     საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის თავიდან აცილების საკითხებში ფედერაციის საბჭოს დროებითი კომისიის წევრმა ოლეგ მოროზოვმა აღნიშნა, რომ 2010-2011 წლებიდან დაწყებული, აშშ-ის მხრიდან რამდენჯერმე გაიზარდა რუსეთის საშინაო საქმეებში ყველა მიმართულებით ჩარევის მცდელობები, და დღეს აღარ არსებობს ცხოვრების პრაქტიკულად არცერთი სეგმენტი, სადაც ეს არ იგრძნობა. კერძოდ, მან მაგალითად მოიყვანა სიტუაცია, როდესაც აშშ თანხებს აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის (დაწვრილებით წაიკითხეთ ТАСС-ზე).
„ძალიან საინტერესო თემაა: ერთი სახელმწიფო უაღრესად აქტიურად დებს ფულს მეორე სახელმწიფოს ცხოვრებაში იმ საბაბით, რომ თქვენთან ვითომდა კარგი სამოქალაქო საზოგადოება უნდა შექმნას, თანაც ამას არავინ სთხოვს. მაგრამ ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ჩვენს სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების შექმნაში ფულს იხდიან“, - თქვა მოროზოვმა და დააზუსტა, რომ 2016 წლის შედეგებით ამ ციფრმა რუსეთში 72 მილიარდი რუბლი შეადგინა.