საზოგადოება
ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს ფილიპ ხაჩიროვს ტატუნაშვილის გარდაცვალების ცხინვალის უშიშროების ვერსიის არ სჯერა და ცხედრის გაუცემლობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

     საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ტელეკომპანია «რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერს“ ფილიპ ხაჩიროვი დაუკავშირდა, რომელიც ბოლო ერთი კვირა ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის. ახალგორის ადმინისტრაციის უფროსი ღიად აცხადებს, რომ ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ ცხინვალის უმაღლესი პოლიტიკური პირებისთვისაც კი დამალულია.
სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა. მჯერა თუ არა ამ ვერსიის, მიჭირს გითხრათ. რომ მჯეროდეს, გეტყვით კი-ს, რომ არ მჯეროდეს, გიპასუხებდით არას. მაგრამ როდესაც ინფორმაცია ბუნდოვანია, რთულია, რაიმე ამტკიცო. ყველას შეიძლება დაემართოს”, - ამბობს ხაჩიროვი.
ფილიპ ხაჩიროვი "კურიერს" უყვება იმასაც, რომ 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რუსულ სპეცსამსახურებზე, რომლებმაც, ხაჩიროვის თქმით, ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემაზე რეზოლუცია უნდა გასცენ.