პოლიტიკა
შეშფოთებული ვართ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაული საფრანგეთში გაზრდილია! - პასკალ მენიე

     საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ განაცხადა. შეშფოთებული ვართ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაული გაზრდილია საფრანგეთში. უფრო მეტი მაჩვენებელია გერმანიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებშიც.
როდესაც ვამბობთ რომ ძალიან გაზრდილია, იგულისხმება, რომ ზოგჯერ ზრდა 100 პროცენტზე მეტია. შესაძლებელია, ქვეყნების ნაწილმა დააყენოს შეჩერების მექანიზმის საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე საფრანგეთი ამის გაკეთებას არ აპირებს. არ გვინდა, პოლიტიკურად დავსაჯოთ წესიერი ხალხი დამნაშავეების ცუდი საქციელის გამო. ასეთია ჩვენი პრინციპი. შევეცდებით, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მოვძებნოთ ზომები ორგანიზებული დანაშაულის გასაკონტროლებლად და შესამცირებლად.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს და საზღვარზე არ გაატაროს ის ადამიანები, რომლებიც შენგენის ზონაში მოგზაურობის ნაცვლად დანაშაულის ჩასადენად შედიან. საზღვარზე კონტროლი ადვილი არ არის, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საქართველომაც და ჩვენმა ქვეყნებმაც", - განაცხადა პასკალ მნიემ.