პოლიტიკა
თუკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ გაბედავს, რუსი ჟურნალისტები ბრიფინგებზე მოიხსენიოს, როგორც ჟურნალისტები რუსეთიდან და ამის საფუძველზე მათ შეკითხვებს არ უპასუხოს, ჩვენ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტებისთვის აშშ-დან საგანგებო ადგილებს დავაწესებთ!

     საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ასეთი განცხადება გააკეთა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც აღნიშნა, რომ XXI საუკუნის დასაწყისში დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების დაყოფა ქვეყნებისა და ეროვნებების მიხედვით“ და „მათი შევიწროება, მათთან ურთიერთობის შეწყვეტა“.
მარია ზახაროვას მიაჩნია, რომ ვაშინგტონი სხვადასხვა შემთხვევაში მოსკოვთან ურთიერთობის განვითარების ორ ვარიანტს იყენებს: „ერთი ვერსია გათვლილია შიდა მომხმარებელზე, საერთაშორისო რეაქციაზე. ამ დროს ყალიბდება რუსეთის, როგორც საშინელი ქვეყნის სახე, რაც რეტრანსლირდება ჟურნალისტებისთვის. მეორე ვარიანტი კი რუსებზეა ორიენტირებული, რომლებსაც უნდა აჩვენონ, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებისთვის, მაგრამ რაღაც ხელს უშლის“.