აქტუალური
საქართველო: 2018 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 19,8%-ით გაიზარდა, ტურისტების კი - 27,1%-ით

     საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. 2018 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან (-2,2% წინა წელთან შედარებით), სომხეთიდან (+27,1%), თურქეთიდან (+28,1%), რუსეთიდან (+24,2%) და ირანიდან (+130,6%), - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
გიორგი ჩოგოვაძის თქმით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მხრივ და თებერვალში ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო, ლიტვა, საფრანგეთი და გერმანია.
ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 885 047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129 967-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.