აქტუალური
ბორჯომის საკრებულოს შენობას შსს-ს სპეცრაზმელების ათობით სატვირთო მანქანა იცავს - დეპუტატები ჩხუბობენ! (ვიდეო)

     საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. კვლავ დაძაბული ვითარებაა ბორჯომში - საკრებულოს თავმჯდომარესა და დეპუტატებს წარმომადგენლობითი ორგანოს შენობაში არ უშვებენ. შენობის მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ (ვიდეო იხ. აქ).
საკრებულოს შენობასთან პოლიციის დამატებითი დანაყოფი იყო მობილიზებული, თუმცა ამ დროისთვის ისინი მხოლოდ შენობაში იმყოფებიან. ბორჯომში ასევე რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" წევრია, ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან დეპუტატების შენობაში არშეშვება კანონს ეწინააღმდეგება.
პოლიციის მხრიდან ძალადობაა. კანონს უნდა იცავდნენ და ამ შემთხვევაში არღვევენ, ახსნა-განმარტებასაც არ იძლევიან. სანამ ამ ოთახში არ შევალ, ვერაფერზე ვისაუბრებ“, - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ.
ოპოზიციის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საკრებულოს შიგნით მყოფ აპარატის თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რათა მათ საკანონმდებლო მაცნეზე ატვირთონ სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით, ახალი საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი უკვე დამტკიცებულია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია არ აპირებს, ხელი მოაწეროს ოქმს, რომლის მიხედვით ბორჯომის მერიაში ხელფასები და საშტატო ერთეულები გაიზრდება.
ჩვენი საკრებულოს რამდენიმე თანამშრომელი და წევრი დარჩენილია ამ ხროვასთან, გაწუწკებულ ხროვასთან, რომელმაც პრემიებით, დანამატებით მუცელი ვერ გაიძღო და უნდათ 450-დან 800 ლარამდე მატება. სისხლს დავაქცევ აქ, მაგ გადაწყვეტილებას ვერ გაიტანთ“, - განაცხადა გიორგი გიუაშვილმა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ თავიანთი საქმიანობის შესრულების უფლება არ ეძლევათ.
ოკუპირებულია მთელი შენობა. არ გვაძლევენ ჩვენი კანონიერი საქმიანობის შესრულების უფლებას. ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ხელფასები გაუორმაგდეთქართული ოცნებისმერიის თანამშრომლებს“, - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაკურ გელაშვილმა.
ოპოზიციის წევრების თქმით, საკრებულოს შენობაში დეპუტატების არშეშვებით კანონი ირღვევა.
ეს არის უხეში კანონდარღვევა. იმის მაგივრად, რომ პოლიციის თანამშრომლებმა წესრიგი დაიცვან და საკრებულოს მუშაობას ხელი შეუწყონ, პირიქით, საკრებულოს დეპუტატებს არ უშვებენ, რომ თავიანთი უფლებამოსილება განახორციელონ. ჩვენ რა ვალდებულებებიც გვაქვს, იმას კანონიერად განვახორციელებთ. ეს არის ძალადობრივი რეჟიმიქართული ოცნებისმხრიდან“, - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ”ევროპული საქართველოდან“ ბაქარ შირაძემ.