საზოგადოება
„ხელით მეხებოდა და ჩემს კოცნას ცდილობდა...“ - ტელეარხ „ПИК“-ის ყოფილმა ჟურნალისტმა ეკატერინე კოტრიკაძემ რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი (ვიდეო)

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ტელეარხ RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ ეკატრინე კოტრიკაძე პირდაპირ ეთერში გაიხსენა, რომ 2011 წელს რუსეთის დუმის დეპუტატმა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან (ლდპრ) ლეონიდ სლუცკი სექსუალურად შეავიწროვა. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში აკრედიტებული რამდენიმე ჟურნალისტი ქალის მიმართ სლუცკის მხრიდან ჰარასმენტზე მანამდე ტელეკომპანია „Дождь“ იუწყებოდა. მაგრამ მაშინ ქალებმა ანონიმურობის დაცვა ითხოვეს.
ეკატერინე კოტრიკაძე პირველია, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ სლუცკის წინააღმდეგ ყველა ბრალდების სჯერა იმიტომ, რომ მსგავსი არასასიამოვნო ეპიზოდი თვითონაც გადახდა“.
“7 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ქართულ ტელეკომპანიაში ვმუშაობდი, ჩამოვედი მოსკოვში და ინტერვიუს დანიშვნის თხოვნით ბატონ სლუცკის დავურეკე. მან თავის ოფისში მიმიწვია და მთხოვა, რომ კამერის გარეშე მივსულიყავი ინტერვიუს დეტალებზე შესათანხმებლად“, - განაცხადა კოტრიკაძემ (ვიდეო იხ. აქ).
როდესაც ის სლუცკის ოფისში მივიდა, დეპუტატმა კაბინეტში შეიყვანა, კარი ჩაკეტა და ჟურნალისტი კედელთან მიიმწყვდია. „ხელით მეხებოდა და ჩემს კოცნას ცდილობდა... თავი დავიხსენია და გამოვიქეცი, – ამბობს კოტრიკაძე და აღნიშნავს, რომ ამდენ ხანს ამ ინციდენტის შესახებ არაფერი უთქვამს, რათა უსიამოვნება არ შეხვედროდა.
კოტრიკაძის თქმით, მსგავს სიტუაციაში რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოში ბევრი ჟურნალისტი ქალი ვარდება. „ამაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობენ. რადგან გვესმის, რომ ამას აზრი არ აქვს - მხოლოდ შეურაცხყოფას და ტყუილში დადანაშაულებას მივიღებთ“.
ცნობისათვის: ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში ანტირუსული რუსულენოვანი ტელეარხის პირველი საინფორმაციო კავკასიურის (ПИК) ჟურნალისტად, შემდეგ კი გენერალურ დირექტორად მუშაობდა, ხოლო მანამდე სააკაშვილის მიერ შექმნილი რუსულენოვანი ტელეარხის „ალანიას“ ჟურნალისტი იყო (სხვა გვარით).