სამართალი
ცხინვალში განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ, „ცალმხრივი წესით განაგრძონ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის საინჟინრო მოწყობა“ და ეს პროცესი მარტში დაასრულონ

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ზოზულიამ 2017 წელს საკმაოდ აქტიური უწოდა და აღიარა, რომ არსებობს რთული უბნები, სადაც დასახლებული პუნქტები უშუალოდ ემიჯნება გამყოფ ხაზებს. სასაზღვრო ღობეების აღმართვის და მავთულხლართების გავლების შედეგად გადაკვეთის ხაზებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიწის ნაკვეთები ხშირად გაყოფილი აღმოჩნდება ხოლმე. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში რუს სამხედროებს, რომლებიც ბორდერიზაციის პროცესში მონაწილეობენ, გამყოფი ხაზები იმ ტერიტორიის სიღრმეში გადააქვთ, რომელსაც ოფიციალური თბილისი აკონტროლებს.