აქტუალური
აშშ-ის სამხედროები ევროპის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ამზადებენ - ლავროვი

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. „ის, რომ აშშ-ს ევროპაში გამოსაყენებლად გამზადებული ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს, აგრესიული პოზიციის გამოვლენაა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში განიარაღების კონფერენციაზე გამოსვლისას. „რუსეთს არ აქვს გაშლილი ტაქტიკური ბირთვული იარაღი, არ ამუშავებს მის გამოყენებას. ბირთვულ განიარაღებას აფერხებს, აგრეთვე, ევროპაში ამერიკული არასტრატეგიული ბირთვული იარაღის შენარჩუნება, რასაც ახლავს ერთობლივი ბირთვული მისიების მადესტაბილიზებელი პრაქტიკა“, - განაცხადა მან.
„ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ამით აშშ-ის სამხედროები ევროპის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ამზადებენ“, - ხაზი გაუსვა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ „ევროპის მოქალაქეები შეძლებენ, მტკიცე „არა“ უთხრან მათ ტერიტორიაზე ყველაზე მასობრივი განადგურების იარაღის განლაგებას, რომელიც, ამასთან, იმ სახელმწიფოს ეკუთვნის, რომელმაც უკვე გამოიყენა ის ჰიროსიმასა და ნაგასაკის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ“.