პოლიტიკა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურის ნაცვლად ქართველ სამხედროებს და მათ მეუღლეებს ქალი - აშშ-ის არმიის კაპელანი მოძღვრავს

     საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საელჩომ თავის ფეისბუქგვერდზე შემდეგი ინფორმაცია განათავსა:
„ძლიერ არმიას ძლიერი ოჯახი სჭირდება. აშშ-ის არმიის კაპელანი, მაიორი ლესლი ჩანდლერი დღეს წეროვანში საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ომის ვეტერანებსა და მათ ოჯახებს შეხვდა.
მაიორმა დამსწრეებს გაუზიარა, თუ როგორ ეხმარება ავღანეთში ჯარისკაცებს და ამერიკელ ოჯახებს, რომელთა წევრებიც საზღვარგარეთ მსახურობენ.
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და დამსწრეთა საჭიროებებს ეცნობოდნენ.
საქართველოში ყოფნისას მაიორი ჩანდლერი თავდაცვის სამინისტროს ოჯახებისა და ვეტერანებისთვის მსგავსი მხარდამჭერი სტრუქტურის ჩამოყალიბებაშიც ეხმარება”.


საქინფორმი