პოლიტიკა
როგორ გადაიქცა საქართველო სამ დღეში აშშ-ს პარტნიორიდან მოკავშირედ?! ვინ დაითხოვეს აშშ-ის საელჩოდან, ელჩის გარდა? - საქინფორმი

     როგორც უკვე ვიუწყებოდით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქინფორმის თხოვნა დააკმაყოფილა და სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის სახელზე მისი მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის წერილის მიღებიდან მეორე დღეს აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოდან გაიწვია, დიპლომატიური სამსახურიდან დაითხოვა და პენსიაზე გაუშვა.
     22 თებერვალს თავის გამოსათხოვარ სიტყვაში (ტექსტი წაიკითხეთ და ვიდეოჩანაწერი ნახეთ აშშ-ის საელჩოს გვერდზე ფეისბუქში) იან კელიმ, კერძოდ, განაცხადა:
„როდესაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი პენსი 2017 წლის 1 აგვისტოს აქ იმყოფებოდა, მან ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა: „ჩვენ თქვენთან ერთად ვართ“. ჩემი გამგზავრების შემდეგ ჩვენს მისიას და თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას ჩემი მოადგილე ელიზაბეთ რუდი და მომდევნო ელჩები გააგრძელებენ. საქართველოს მიერ ამ კურსის გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩებს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოს უწოდონ არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ მოკავშირეც!”.
     თუმცა სულ რაღაც სამ დღეში - 25 თებერვალს, განცხადებაში „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან” დაკავშირებით, რომელიც ასევე ფეისბუქში აშშ-ის საელჩოს გვერდზეა გამოქვეყნებული, შემდეგს ვკითხულობთ:
აშშ ამაყობს, რომ საქართველოს მოკავშირეა და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას!“.
     საქინფორმისთვის ცნობილი არ არის - როგორ მოახერხა აწი უკვე ყოფილმა ელჩმა კელიმ, საქართველო სამ დღეში აშშ-ის პარტნიორიდან მოკავშირედ გადაექცია?
საქინფორმისთვის ცნობილი არც ის არის -
ვინ მოიპარა საქართველოში აშშ-ის საელჩოდან 160 ათასი დოლარი და კიდევ რა დანაკლისს აღმოაჩენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორი ახალი ელჩის ჩამოსვლის შემდეგ?
     რით აიხსნება, რომ ელჩი კელის გათავისუფლებიდან სამ დღეში აშშ-ის საელჩოში უცბად სხვა ვაკანსიებიც გამოჩნდა, რასაც კვლავ ფეისბუქში აშშ-ის
საელჩოს გვერდი იუწყება? ვინ დაითხოვეს ან ვინ გაიქცა „ჩასაძირად განწირული გემიდან“ და თან წაიღო დოლარები და საიდუმლოები, რომელთა შესახებ ამერიკის ახალმა ელჩმა არ უნდა შეიტყოს?!


საქინფორმის
რედაქცია
2018 წლის 27 თებერვალი
საქართველო, თბილისი