საზოგადოება
საქინფორმის მოთხოვნით გაწვეულმა აშშ-ის ელჩმა გამომშვიდობებისას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის ქმედუუნარობაში დაადანაშაულა, რომელსაც მთავრობის ბიუროკრატიის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაკონტროლება არ ძალუძს

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაითვალისწინა საქინფორმის თხოვნა, მისი მთავარი რედაქტორისაგან წერილის მიღების მეორე დღეს აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოდან გაიწვია და დიპლომატიური სამსახურიდან პენსიაზე გაუშვა.
„ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემა გაამართლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო გახდება ძალაუფლებით სრულად აღჭურვილი ინსტიტუტი, შეიძენს ზედამხედველობის ფუნქციებს აღმასრულებელ შტოზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საქართველოს პარლამენტი არის ხალხის პირდაპირი წარმომადგენლობა და მაინც ხშირად მას არ აქვს სათანადო რესურსები და ძალაუფლება, გააკონტროლოს უფრო ძლიერი სამთავრობო ბიუროკრატია. გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ…“, - განაცხადა ელჩმა კელიმ თავის გამოსათხოვარ სიტყვაში.
ამით აშშ-ის უკვე ყოფილმა ელჩმა, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი არის ფიქტიური ორგანო ძლიერი მთავრობის ხელში, არ გააჩნია ზემოქმედების არანაირი ბერკეტები, განსაკუთრებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, იმიტომ რომ მას მილიარდერ ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს (იხ. ვიდეო აქ).

საქინფორმი